Advertisement

Close [X]

gov.ge
gzavnili
Kenan Imirzalioglu
1205

Kenan Imirzalioglu "ეზელის" შემსრულებელი წლის მსახიობად აღიარეს

კენან იმირზალი ოღლუ, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს, როგორც თურქული სერიალის, "ეზელის" მთავარი გმირის შემსრულებელს, თურქეთის წლის მსახიობ მამაკაცად აღიარეს. მორიგი ჯილდო მას სერიალ "კარადაიში" მთავარი გმირის როლმა მოუტანა.

თავად სერიალმა 8 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის - საუკეთესო რეჟისურისთვის, სცენარისა და მუსიკისთვის. "კარადაი" 2012 წელს გამოვიდა თურქეთის ტელეეკრანებზე და ის უკვე რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ შეიძინა. სერიალის პროდიუსერები ვარაუდობენ, რომ "კარადაი" მსოფლიოში ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც "ეზელი".

სხვათა შორის, ამ ორ სერიალს - "კარადაის" და "ეზელს" - მთავარი როლის შემსრულებლის, კენან იმირზალი ოღლუს გარდა, რეჟისორიც აერთიანებს. ორივე სერიალი ულუჩ ბაირახტარმა გადაიღო.
16-06-2013, 13:47 Grinch სხვა...